ალბათ უფრო სწორი იქნებოდა ამ პოსტისთვის "მოღვაწეობა" დამერქმია, მაგრამ
მიჭირს მის შემოქმედებას მოღვაწეობა ვუწოდო... წინა პოსტიდან გამომდინარე
ძნელი მისახვედრი არ არის რომ მიუხედავად მისი ასეთი წარმატებებისა თავის
საქმეში, არც ისეთი წარმატებული პირადი ცხოვრება ჰქონდა... ამიტომ მისი პირადი ცხოვრებაც მის საქმიანობას უკავშირდება. ის იმით ცხოვრობდა, რასაც აკეთებდა,
ქმნიდა... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კოკო შანელი მართლა შემოქმედი იყო.
საოცარია, დღემდე პოპულარული და მოდურია შანელის სტილი. დღესაც ამაყად
ატარებენ შანელის ტანსაცმელსა თუ აქსესუარებს....
მისი მოღვაწეობა როგორც წინა პოსტში ავღნიშნე ტრიკოტაჟის მაღაზიიდან იწყება, სადაც ტანსაცმელს კერავდა ახალშობილებისა და მათი დედებისთვის.
ამავდროულად მღეროდა წიწილა კოკოს სიმღერას "როტონდაში". ხანგძლივი
პაუზის შემდეგ კოკოს საყვარელი არტურ კეიპელი (ბოი) დაეხმარა ქუდების
მაღაზიის გახსნაში. კოკოს ორიგინალური და სადა ქუდები
ყველას ყურადღებას ერთნაირად იქცევდა. 1910 წელს პარიზში, კამბონის ქუჩის N21–ში
აბრით "შანელის მოდა"– ატელიე გახსნა. მალევე გახსნა
მეორე მაღაზია დოვილში... ხალხი "მიაწყდა" და შეკვეთებს
ვეღარ აუდიოდა. ამას მოყვა შანელი ჰოლივუდში გამგზავრება და ფილმისთვის
კოსტიუმების ესკიზები შექმნა. მალე მან სამოსის გარდა სამკაულზე მუშაობაც დაიწყო.
1933 წელს ეკონომიკური კრიზისის დროს კოკო იძულებული გახდა ყველა მოსამსახურე
დაეთხოვა და თავისი სახლიც დაეტოვებინა. იგი სასტუმრო "რიცში" გადავიდა,
რომლის აპარტამენტიც სიცოცხლის ბოლიმდე იქცა მის ბინად.
No comments:
Post a Comment