Tuesday, June 5, 2012

სიყვარული


კოკოს პირველი სიყვარული მხიარული და გულუხვი ოფიცერი ეტიენ ბალსანი იყო, რომელმაც კოკო თავის ციხესიმაგრეში წაიყვანა. ეტიენი არ ჩქარობდა კოკოს ოფიციალურ საყვარლად აღიარებას. ცოლად მოყვანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ამიტომაც ქალმა ახალი საყვარელი გაიჩინა... ინგლისელი არტურ კეიპელი, მეტსახელად ბოი. ისინი დიდხანს იყვნენ ერთად, ბოიმ დიდი წვლილი შეიტანა კოკოს კარიერულ ზრდაში..თუმცა არც მას მოუყვანია ცოლად.1919 წელს არტური ავტო კატასტროფაში დაიღუპა.ქალი დარდს მუშაობაში იკლავდა. კოკომ მაშინ შესთავაზა ქალებს შავი კაბა – რომელსაც მხოლოდ გლოვის დროს იცვამდნენ.  ამის შემდეგ იყო მოკლე და უმნიშვნელო რომანები რუს თავად დიმიტრი რომანოვთან, პოეტ პიერ რევერდთან და ვესტმისტერის ჰერცოგთან რომლებიც ასევე განშორებით დამთავრდა. აღსანიშნავია 56 წლის კოკოს რომანი თავისზე თითქმის 30 წლით უმცროს გერმანელ ატაშე ჰანს გიუნტერთან. "შანელმა დიდი ხანია დაკარგა ასაკი და ამიტომ პირადი ბედნიერების შანსს არ ჰკარგავდა". წყვილი ცოლ–ქმარი ეგონათ, მიუხედავად იმისა, რომ ჰანსზე ისედაც ბევრად უფროსი შანელი თავის ასაკთან შედარებით ყოველთვის 20 წლით უფროსად გამოიყურებოდა. კოკო შანელს ექიმებმა სასტიკი განაჩენი გამოუტანეს, არასდროს ეყოლებოდა შვილი... ამ ამბავმა ძალიან მძიმედ იმოქმედა კოკოზე. დეპრესიიდან ისევ თავისმა საქმემ გამოიყვანა... ქმნიდა ახალ მოდელებს, მთელი რიგი გადატრიალებები მოახდინა იმ დროის მოდაში და ძალიან ბევრი მიმდევარიც გაუჩნდა...
      1971 წლის 11 იანვარს კოკო შანელი პარიზში "რიტცის" საკუთარ ნომერში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად დაკრძალეს შვეიცარიაში, ლოზანაში, სადაც მისი თქმით, თავს ყველაზე დაცულად გრძნობდა. 

მიჭირს იმის თქმა ბედნიერი იყო თუ არა კოკო, რადგან ვთვლი რომ მიუხედავად დიდი აღიარებისა და წარმატებებისა, პირადი ცხოვრება ტრაგიკული ჰქონდა...

No comments:

Post a Comment