კოკო ყოველთვის ექსტრავაგანტულად და იმ დროისათვის თამამად გამოიყურებოდა. არ ადარდებდა ვინ რას ფიქრობდა მასზე... იცმევდა ყოველთვის მოსახერხებლად და კომფორტულად. კოკო შანელმა თავის სახსოვრად დატოვა ახალი ქალი. ყველას აღაფრთოვანებდა ახლებური სადა ჩაცმულობა. კოკო ქუჩებში გამოჩნდა გულამოღებული, სადა, თავისუფალი კაბით, ორიგინალური ქუდითა და მრგვალცხვირიანი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით. ეს ნამდვილი რევოლუცია იყო,რადგან მაშინ ქალები მაღალქუსლიანი, ძნელადშესაკრავიანთასმიანი ბათინკებით, გრძელი, კორსეტიანი კაბებით და უზარმაზარი ვარდ – ყვავილებიანი შლაპებით დადიოდნენ.1914 წელს გამოჩნდა შანელის ახალი მოდელი – მეზღვაურულის თარგზე აჭრილი, თავისუფალი სამოსი. ეს ფურორი იყო, რადგან კორსეტში გაჭედილი ქალების მოდა სულს ღაფავდა. ქალები ხელიდან სტაცებდნენ კოკოს კაბებს, რომელშიც თავისუფლად სიარული და ადვილად ჩაცმა – გახდა შეეძლოთ. კოკომ შემოიტანა მოდაში პლაჟის კოსტიუმი და მოკლედ შეჭრილი თმა. მისი მოვლა ხომ ძალიან ადვილი იყო.. აღსანიშნავია ისიც, რომ კოკო ძალიან იაფფასიან ქსოვილებს იყენებდა... მისთვის ყველა სიტუაციიდან გამოსავალი თავდაუზოგავი მუშაობა და საქმეზე ყურადღების გადატანა იყო... ასე შეიქმნა მიმზიდველი, მოკლე შავი კაბა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო...
ცვილებები მამაკაცის ტანსაცმელშიც შეიტანა. შექმნა მამაკაცის თამამი, ზოლიანი ქურთუკები, ბლუზები, ჟაკეტები და ნაქსოვი სვიტრები.
კოკო პირველი იყო, ვინც ძვირფასი და ხელოვნური ქვები ერთმანეთს შეურია. მან შეაცვლევინა ქალებს ძვირფასი მარგალიტი ხელოვნურით, მძივი კი დააგრძელა... აშკარაა, რომ კოკო უპირატესობას ბიჟუტერიას ანიჭებდა და არა ძვირფას სამკაულებს. ყველაფერში სისადავე მოსწონდა.
ჩამონათვალის სახით კოკო შანელისგან დაგვრჩა:
- ჯაჭვის სახელურიანი ხელჩანდა (რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია)
- ბიჟუტერია აქცია მოდურად
- ქალბატონებისთის შარვალი (გვიმარტივებს ცხოვრებას და ალბათ კაცებზე ხშირად გვაცვია)
- მოკლე ვარცხნილობა
- შავი ფერი – პატარა შავი კაბა
- პატარა და ელეგანტური ქუდები
- გარუჯული კანით სიარული (ოოო რა მოდაშია)
- დიდი სათვალე (აი თურმე რისი ბრალია სათვალეები მთელ სახეს რომ უფარავთ)
No comments:
Post a Comment