წარმატებული პირადი კარიერით თუ წარუმატებელი პირად ცხოვრებით გაბრიელ (კოკო) შანელი იყო ქალი რომელიც ნამდვილ ლეგენდად იქცა... ცოტას არ ნიშნავს როდესაც ადამიანზე წერენ ბიოგრაფიულ წიგნს, იღებენ ფილმს, მისი გარდაცვალებიდან ამდენი ხნის შემდეგაც წერენ ჟურნალებში და ავრცელებენ ჭორებს. დღემდე მოდურია მისი შექმნილის ტარება... ფრანგული მოდის ლეგენდა, მსოფლიო ლეგენდად იქცა...
ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო – მე–12 წიგნი კოკო შანელის ცხოვრებას ეძღვნება. ანრი გიდელი ყვება კოკო ფრანგი დიზაინერის ცხორების შესახებ.
"ყველაფერი ჩვენს ხელთაა, ამიტომაც არ ღირს დანებება!
სიღარიბე სულაც არ არის ფუფუნების საპირისპირო ცნება.
დანმდვილი ელეგანტურობა მოძრაობის თავისუფლებას გულისხმობს. ელეგანტურობას არ ქმნის ახალი კაბა. ელეგანტურია – იმიტომ რომ ელეგანტურია და ახალი კაბა არაფერ შუაშია. შესაძლებელია იყო ელეგანტური მაშინაც კი, როცა უბრალო ქვედაბოლო და სწორად შერჩეული ბლუზა გაცვია. უბედურება იქნებოდა, ელეგანტურობის გამო მხოლოდ შანელთან იცვამდე. ეს ხომ გზღუდავს... ჩინებულად რომ გამოიყურებოდე, სულაც არ არის აუცილებელი, იყო ახალგაზრდა და ლამაზი. ჩემი ჩაცმის მანერით გარშემომყოფთა დაცინვას ვიმსახურებდი, მაგრამ სწორედ ეს იყო ჩემი წარმატების საიდუმლო. მე არ ვგავდი სხვებს."
კოკო შანელი
ძალიან საინტერესოა, უამრავი რამ გავიგე მის შესახებ. დიდი მადლობა.
ReplyDelete