Thursday, June 7, 2012

ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

წარმატებული პირადი კარიერით თუ წარუმატებელი პირად ცხოვრებით გაბრიელ (კოკო) შანელი იყო ქალი რომელიც ნამდვილ ლეგენდად იქცა... ცოტას არ ნიშნავს როდესაც ადამიანზე წერენ ბიოგრაფიულ წიგნს, იღებენ ფილმს, მისი გარდაცვალებიდან ამდენი ხნის შემდეგაც წერენ ჟურნალებში და ავრცელებენ ჭორებს. დღემდე მოდურია მისი შექმნილის ტარება... ფრანგული მოდის ლეგენდა, მსოფლიო ლეგენდად იქცა...
ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო – მე–12 წიგნი კოკო შანელის ცხოვრებას ეძღვნება. ანრი გიდელი ყვება კოკო ფრანგი დიზაინერის ცხორების შესახებ.



"ყველაფერი ჩვენს ხელთაა, ამიტომაც არ ღირს დანებება!
სიღარიბე სულაც არ არის ფუფუნების საპირისპირო ცნება.
დანმდვილი ელეგანტურობა მოძრაობის თავისუფლებას გულისხმობს. ელეგანტურობას არ ქმნის ახალი კაბა. ელეგანტურია – იმიტომ რომ ელეგანტურია და ახალი კაბა არაფერ  შუაშია. შესაძლებელია იყო ელეგანტური მაშინაც კი, როცა უბრალო ქვედაბოლო და სწორად შერჩეული ბლუზა გაცვია. უბედურება იქნებოდა, ელეგანტურობის გამო მხოლოდ შანელთან იცვამდე. ეს ხომ გზღუდავს... ჩინებულად რომ გამოიყურებოდე, სულაც არ არის აუცილებელი, იყო ახალგაზრდა და ლამაზი. ჩემი ჩაცმის მანერით გარშემომყოფთა დაცინვას ვიმსახურებდი, მაგრამ სწორედ ეს იყო ჩემი წარმატების საიდუმლო. მე არ ვგავდი სხვებს."
                                         
                                                        კოკო შანელი





შანელის ლოგო

შანელს დვილად დასამახსოვრებელი და თვალში მოსახვედრი სიმბოლო აქვს... ის სადაა და თან ძალიან დახვეწილი, არავის უჭირს მისი გამორჩევა სხვა უამრავ სიმბოლოს შორის. საინტერესოა საიდან წამოვიდა სიმბოლოს იდეა ან რას ნიშნავს... შანელის ცნობილი ლოგოტიპი პირველად ფართო საზოგადოებამ იხილა 1925 წელს შანელის სუნამოს პრეზენტაციაზე. ლოგოტიპის შექმნის ორი ვერსია არსებობს: ერთნი ამტკიცებენ, რომ ორი გადაჯვარედინებული რკალი არის წარმატების და იღბალის სიმბოლო, ხოლო მეორენი ამბობენ, რომ ეს არის ფრანგული მოდის სახლის დამაარსებლის, კოკო შანელის ინიციალები.






დღეს ამ სიმბოლოს ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. საქართველოში უმრავლესობა პატენტია, მაგრამ მაინც ყველა ამაყად ატარებს შანელის ლოგოს გამოსახულებიან ნივთს ან ტანსაცმელს.

წყარო

Wednesday, June 6, 2012

როგორ ხედავენ მას სხვები

ის უფრო გამიკვირდებოდა ასეთ დიდ ადამიანზე მხატვრული ფილმი რომ არ ყოფილიყო გადაღებული... საინტერესოა როგორ ხედავენ მას სხვები, როგორ დაინახა რეჟისორმა ან მთლიანად გადამღებმა ჯგუფმა.


ჟანრი : ბიოგრაფია, დრამა, ისტორიული
რეჟისორი : ან ფონტენი
როლებშიოდრი ტოტუ, ბენუა პულვორდე, ალესსანდრო ნივოლა,მარი ჟილლენი, ემმანიუელ დევო, რეჟის რუაი ეან დიუფფა


ფილმის მიმოხილვა 

"კოკო დე შანელი" ეკრანიზირებული ბიოგრაფიაა, რომელიც მოგვითხრობს ლეგენდარულ პიროვნებაზე დიზაინერზე კოკო შანელზე. სიუჟეტი ფოკუსირებულია დროზე, როდესაც ის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი დიზაინერი, რომელმაც ქალს მამაკაცის კოსტუმი ჩააცვა და პატარა შავი კაბა, და ერქვა გაბრიელ შანელი.

                                                                                                













ფილმი ონლაინში იხილეთ აქ


"ფრთიანი ფრაზები"



კოკო შანელისგან მხოლოდ ტანსაცმელი, ქუდები ან აქსესუაები არ დაგვრჩენია...
ცნობილია მისი "ფრთიანი ფრაზებიც" რომლებიც ასევე აქტუალურია და ბევრი ადამიანი ითვალისწინებს :)







  • თუ უფრთოდ დაიბადე, ხელს ნუ შეუშლი მათ გაზრდას
  • ძვირფასი სამოსი აბერებს
  • ხელებს ნუ ჩამოუშვებთ, ყველაფერი ხომ ჩვენ ხელთაა                      
  • სად გამოვიყენოთ კოსმეტიკა? – სად გსურთ რომ გეამბორონ?
  • მე მომწონს როდესაც მოდა ქუჩაში გადის და არა – შემოდის ქუჩიდან
  • მოდა არქიტექტურას გავს... პროპორციების საქმეა რა...
  • მოერიდეთ ზედმეტ ორიგინალურობას, ქალბატონთა მოდაში ამას მასკარადამდე მივყავართ
  • თქვენი სახე 20 წლის ასაკში ბუნებამ მოგანიჭათ, თუ როგორს გახდით მას 50 წლისას, თქვენზეა დამოკიდებული
  • 50 წლის მერე სათვალავში უკვე დღეებია  
  • სიბერე არ გიცავს სიყვარულისგან, სიყვარული კი გიცავს სიბერისგან
  • დიდება ეს არის მარტოობა      
  • დრო არსებობს საქმისთვის და სიყვარულისთვის, სხვა არანაირი დრო არ შეიძლება იყოს
  • მოდა გადადის, სტილი რჩება
  • ყოველი ქალბატონი კონკრეტულ ასაკში ისე გამოიყურება როგორც იმსახურებს   


  

                                                           

7 საიდუმლო





სრულიად შემთხვევით ვიპოვე კოკო შანელის 7 საიდუმლო და ვფიქრობ საინტერესო რჩევები იქნება ყველასთვის (არა მხოლოდ ქალბატონებისთვის)... 
თანაც არავისთვისაა დამალული როგორი ცხოვრება ჰქონდა კოკო შანელს და რას ქმნიდა... 
თუმცა ბევრისთვის არაა ცნობილი რა პრინციპებით ცხოვრობდა ან როგორ უმკლავდებოდა წინააღმდეგობებს... ალბათ ნაწილობრივ მაინც დაგვეხმარება ამ კითხვებზე პასუხების გაცემაში მისი 7 საიდუმლო...


  1. ყოველ დილით ის იწყებდა ცხოვრებას თავიდან
  2. ნებისმიერ შემხვედრ წინაღობას განიხილავდა, როგორც ახალი მიმართულების მაჩვენებელს
  3. შანელი თავს არიდებდა შემთხვევით ადამიანებს
  4. სიყვარული მისი მასწავლებელი გახდა
  5. კოკო შანელმა საკუთარი ცხოვრების წესად და ნიჭის მამოძრავებელ ძალად პარადოქსები გაიხადა
  6. დამოუკიდებლობა იყო მისი ღმერთი და ცხოვრების აქსიომა
  7. შანელისთვის ქალის გარეგნული სილამაზე წარმატებისთვის ბრძოლაში დიდ უპირატესობად მიიჩნეოდა...


    სამწუხაროდ ფრანგული არ მესმის... ვინც იცის დაგვეხმარეთ და გვითარგმნეთ :))

    წყარო

ლეგენდარული N5

ეს არომატი რომელიც 1921 წელს შეიქმნა და ყველაზე პოპულარულია დღესდღეობითაც.დადგენილია რომ ყოველ 55 წამში მსოფლიოში Chanel №5-ის ერთი ფლაკონი იყიდება.ეს არის პარფიუმი, რომელიც გახდა ლეგენდა, ყველაზე ცნობილი სუნამო...არომატის ისტორია მაშინ იწყება, როდესაც გაბრიელ (კოკო) შანელს მისი ფავორიტი - დიმიტრი რომანოვი (ალექსანდრ II-ის შვილიშვილი) მას ყოფილ პარფუიმერს - ერნესტ ბოს გააცნობს.


“არქტიკული წრის იქეთ,შუაღამის ''ნათების'' დროს, როდესაც ტბები და მდინარეები აფრქვევენ განსაკუთრებულ სიგრილეს . ამ მომენტისთვის დამახასიათებელი სურნელი მე ჩემს მეხსიერებაში შევინახე,შემდეგ კი , დიდი შრომის შედეგად შევძელი მისი შექმნა'' მოგვიანებით იტყვის ყოფილი პარფიუმერი.             
                                                                                               
ერნესტ ბოს გაცნობამდე კოკოს არც უფიქრია სუნამოს შექმნა. მაშინ არომატები უმეტესად ყვავილებით მზადდებოდა.ასე რომ, ყველა სურნელი იყო საკმაოდ ჩვეულებრივი,უხარისხო და ძირითადად ამა თუ იმ ყვავილის სუნის იდნტური. გაბრიელს ეს არ მოსწონდა. მისთვის ერთადერთი და ყველაზე დახვეწილი ახლად დაბანილი სხეულის სუნი იყო, სხვა დანარჩენს ის უგემოვნობად და ბურჟუაზიული სტილის გამოვლინებად თვლიდა. ერნესტმა კი შეძლო შეეთავზებინა მისთვის ის, რაც მას აზრს შეუცვლიდა.ეს ''რაღაც'' კი ალდეჰიდები იყო.
პარფიუმემრმა კოკო შანელისთვის განსაკუთრებული სურნელი შეიმუშავა... როგორც ამბობენ, კოკოს წინ რამდენიმე სინჯი ედო და კოკომ N5 – საყვარელი ციფრი აირჩია. ვარდის, ჟასმინის და შროშანის ნაცნობი და ძვირფასი არომატი ნამდვილი გამოწვევა იყო...


Chanel №5 -ის არც ფლაკონი იყო ჩვეულებრივი.მაშინ პარფიუმერები ძალიან აფორმებდნენ სუნამოებს ფაიფურით, ძვირფასი მეტალით თუ სხვა ლამაზი ნივთებით. შანელმა აქაც თავისი ასტეკიზმი გამოიჩინა. მან წარმოადგინა უბრალო , პარალელიპიპედის ფორმის ფლაკონი, იმის მსგავსი, როგორსაც იყენებდნენ მამაკაცები. მაშინ ეს გამოიყურებოდა, ცოტა არ იყოს ექსცენტრიულად.


მას შემდეგ 90 წელი გავიდა. ყველაფერი შეიცვალა.დრო არასოდეს ჩერდება .იცვლება მოდაც. მას აყოილი პარფიმერები კი ათასობით ახალ-ახალ არომატს იგონებენ.სუნამოები ჩნდებიან და ქრებიან. სუნამო «Chanel №5» არ ემორჩილება ცხოვრების ამ მწარე კანონებს.ის მყარად დგას კონკურენციის და ცვლილებების გარეშე. არომატის შექმნის ფორმულა დღესაც არ იცვლება, მიუხედავად ამისა «Chanel №5» არ კარგავს აქტუალობას და ყოველდღე მას მილიონობით ქალი დულობს !         
                                                                                                                                                       






წყარო


რა დაუტოვა კოკომ მოდას?

კოკო ყოველთვის ექსტრავაგანტულად და იმ დროისათვის თამამად გამოიყურებოდა. არ ადარდებდა ვინ რას ფიქრობდა მასზე... იცმევდა ყოველთვის მოსახერხებლად და კომფორტულად. კოკო შანელმა თავის სახსოვრად დატოვა ახალი ქალი. ყველას აღაფრთოვანებდა ახლებური სადა ჩაცმულობა. კოკო ქუჩებში გამოჩნდა გულამოღებული, სადა, თავისუფალი კაბით, ორიგინალური ქუდითა და მრგვალცხვირიანი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით. ეს ნამდვილი რევოლუცია იყო,რადგან მაშინ ქალები მაღალქუსლიანი, ძნელადშესაკრავიანთასმიანი ბათინკებით, გრძელი, კორსეტიანი კაბებით და უზარმაზარი ვარდ – ყვავილებიანი შლაპებით დადიოდნენ.1914 წელს გამოჩნდა შანელის ახალი მოდელი – მეზღვაურულის თარგზე აჭრილი, თავისუფალი სამოსი. ეს ფურორი იყო, რადგან კორსეტში გაჭედილი ქალების მოდა სულს ღაფავდა. ქალები ხელიდან სტაცებდნენ კოკოს კაბებს, რომელშიც თავისუფლად სიარული და ადვილად ჩაცმა – გახდა შეეძლოთ. კოკომ შემოიტანა მოდაში პლაჟის კოსტიუმი და მოკლედ შეჭრილი თმა. მისი მოვლა ხომ ძალიან ადვილი იყო.. აღსანიშნავია ისიც, რომ კოკო ძალიან იაფფასიან ქსოვილებს იყენებდა... მისთვის ყველა სიტუაციიდან გამოსავალი თავდაუზოგავი მუშაობა და საქმეზე ყურადღების გადატანა იყო... ასე შეიქმნა მიმზიდველი, მოკლე შავი კაბა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო...
ცვილებები მამაკაცის ტანსაცმელშიც შეიტანა. შექმნა მამაკაცის თამამი, ზოლიანი ქურთუკები, ბლუზები, ჟაკეტები და ნაქსოვი სვიტრები.
კოკო პირველი იყო, ვინც ძვირფასი და ხელოვნური ქვები ერთმანეთს შეურია. მან შეაცვლევინა ქალებს ძვირფასი მარგალიტი ხელოვნურით, მძივი კი დააგრძელა... აშკარაა, რომ კოკო უპირატესობას ბიჟუტერიას ანიჭებდა და არა ძვირფას სამკაულებს. ყველაფერში სისადავე მოსწონდა.

ჩამონათვალის სახით კოკო შანელისგან დაგვრჩა:
  • ჯაჭვის სახელურიანი ხელჩანდა (რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია)
  • ბიჟუტერია აქცია მოდურად
  • ქალბატონებისთის შარვალი (გვიმარტივებს ცხოვრებას და ალბათ კაცებზე ხშირად გვაცვია)
  • მოკლე ვარცხნილობა
  • შავი ფერი – პატარა შავი კაბა 
  • პატარა და ელეგანტური ქუდები
  • გარუჯული კანით სიარული (ოოო რა მოდაშია)
  • დიდი სათვალე (აი თურმე რისი ბრალია სათვალეები მთელ სახეს რომ უფარავთ)


Tuesday, June 5, 2012

შემოქმედება


ალბათ უფრო სწორი იქნებოდა ამ პოსტისთვის "მოღვაწეობა" დამერქმია, მაგრამ 
მიჭირს მის შემოქმედებას მოღვაწეობა ვუწოდო... წინა პოსტიდან გამომდინარე 
ძნელი მისახვედრი არ არის რომ მიუხედავად მისი ასეთი წარმატებებისა თავის
 საქმეში, არც ისეთი წარმატებული პირადი ცხოვრება ჰქონდა... ამიტომ მისი პირადი ცხოვრებაც მის საქმიანობას უკავშირდება. ის იმით ცხოვრობდა, რასაც აკეთებდა, 
ქმნიდა... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კოკო შანელი მართლა შემოქმედი იყო.
 საოცარია, დღემდე პოპულარული და მოდურია შანელის სტილი. დღესაც ამაყად 
ატარებენ შანელის ტანსაცმელსა თუ აქსესუარებს....

მისი მოღვაწეობა როგორც წინა პოსტში ავღნიშნე ტრიკოტაჟის მაღაზიიდან იწყებასადაც ტანსაცმელს კერავდა ახალშობილებისა და მათი დედებისთვის.
ამავდროულად მღეროდა წიწილა კოკოს სიმღერას "როტონდაში". ხანგძლივი 
პაუზის შემდეგ კოკოს საყვარელი არტურ კეიპელი (ბოიდაეხმარა ქუდების 
მაღაზიის გახსნაშიკოკოს ორიგინალური და სადა ქუდები ყველას ყურადღებას ერთნაირად იქცევდა. 1910 წელს პარიზში, კამბონის ქუჩის N21–ში  აბრით "შანელის მოდა"–  ატელიე გახსნა.  მალევე გახსნა  მეორე მაღაზია  დოვილში... ხალხი "მიაწყდა" და შეკვეთებს ვეღარ აუდიოდა. ამას მოყვა  შანელი ჰოლივუდში გამგზავრება და ფილმისთვის კოსტიუმების ესკიზები შექმნა. მალე მან სამოსის გარდა სამკაულზე მუშაობაც დაიწყო. 1933 წელს ეკონომიკური კრიზისის დროს კოკო იძულებული გახდა ყველა მოსამსახურე დაეთხოვა და თავისი სახლიც დაეტოვებინა. იგი სასტუმრო "რიცში" გადავიდა, რომლის აპარტამენტიც სიცოცხლის ბოლიმდე იქცა მის ბინად.





სიყვარული


კოკოს პირველი სიყვარული მხიარული და გულუხვი ოფიცერი ეტიენ ბალსანი იყო, რომელმაც კოკო თავის ციხესიმაგრეში წაიყვანა. ეტიენი არ ჩქარობდა კოკოს ოფიციალურ საყვარლად აღიარებას. ცოლად მოყვანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ამიტომაც ქალმა ახალი საყვარელი გაიჩინა... ინგლისელი არტურ კეიპელი, მეტსახელად ბოი. ისინი დიდხანს იყვნენ ერთად, ბოიმ დიდი წვლილი შეიტანა კოკოს კარიერულ ზრდაში..თუმცა არც მას მოუყვანია ცოლად.1919 წელს არტური ავტო კატასტროფაში დაიღუპა.ქალი დარდს მუშაობაში იკლავდა. კოკომ მაშინ შესთავაზა ქალებს შავი კაბა – რომელსაც მხოლოდ გლოვის დროს იცვამდნენ.  ამის შემდეგ იყო მოკლე და უმნიშვნელო რომანები რუს თავად დიმიტრი რომანოვთან, პოეტ პიერ რევერდთან და ვესტმისტერის ჰერცოგთან რომლებიც ასევე განშორებით დამთავრდა. აღსანიშნავია 56 წლის კოკოს რომანი თავისზე თითქმის 30 წლით უმცროს გერმანელ ატაშე ჰანს გიუნტერთან. "შანელმა დიდი ხანია დაკარგა ასაკი და ამიტომ პირადი ბედნიერების შანსს არ ჰკარგავდა". წყვილი ცოლ–ქმარი ეგონათ, მიუხედავად იმისა, რომ ჰანსზე ისედაც ბევრად უფროსი შანელი თავის ასაკთან შედარებით ყოველთვის 20 წლით უფროსად გამოიყურებოდა. კოკო შანელს ექიმებმა სასტიკი განაჩენი გამოუტანეს, არასდროს ეყოლებოდა შვილი... ამ ამბავმა ძალიან მძიმედ იმოქმედა კოკოზე. დეპრესიიდან ისევ თავისმა საქმემ გამოიყვანა... ქმნიდა ახალ მოდელებს, მთელი რიგი გადატრიალებები მოახდინა იმ დროის მოდაში და ძალიან ბევრი მიმდევარიც გაუჩნდა...
      1971 წლის 11 იანვარს კოკო შანელი პარიზში "რიტცის" საკუთარ ნომერში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად დაკრძალეს შვეიცარიაში, ლოზანაში, სადაც მისი თქმით, თავს ყველაზე დაცულად გრძნობდა. 

მიჭირს იმის თქმა ბედნიერი იყო თუ არა კოკო, რადგან ვთვლი რომ მიუხედავად დიდი აღიარებისა და წარმატებებისა, პირადი ცხოვრება ტრაგიკული ჰქონდა...

ცხოვრების შესახებ

გაბრიელ (კოკო) შანელი 12 წლის იყო, როდესაც სრულიად ახალგაზრდა, 33 წლის დედა ასთმის, გამოფიტვისა და სიცივისგან გარდაეცვალა. მამას, ალბერ შანელს, არც სურვილი ჰქონდა და არც შესაძლებლობა შვილების შენახვის და ამიტომ უფროსები – მონასტერში, უმცროსები კი ნათესავებში გაამწესა...
სამონასტრო აღზრდის წყალობით გაბრიელმა არა მარტო წერა–კითხვა, არამედ უზადოდ კერვაც ისწავლა. პანსიონის დამთავრების შემდეგ ტრიკოტაჟის მაღაზიაში მოეწყო და ტანსაცმელს კერავდა ახალშობილებისა და მათი დედებისთვის. კოკო თავის თანატოლ მამიდასთან ერთად ხშირად სტუმრობდა კაფეშანტან "როტონდას" სადაც გაბრიელი უფრო გარეგნობის, ვიდრე ხმის წყალობით ხშირად მღეროდა წიწილა კოკოზე, რასაც ოფიცრების
აღტაცებული შეძახილები მოყვებოდა ხოლმე... ასე გახდა გაბრიელი კოკო... 

ცხოვრების შესახებ (დაბადება)

   გამოგონილისგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება ჰქონდა კოკო შანელს...
მეტად საინტერესოა კოკოს მშობლების ამბავი... ალბერ შანელი (კოკოს მამა) სასტიკი წინააღმდეგი იყო ჟანა დევოლის (კოკოს დედის) ცოლად მოყვანის. ალბერი ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა, ჟანა სულ თან დაყვებოდა ქმარს, რომელიც მოხეტიალე ვაჭარი გახლდათ. ამის მიუხედავად ბატონი შანელი უარს აცხადებდა ოფიციალურ ცერემონიაზე... წყვილის უფროსი ქალიშვილი ჯულია დაახლოებით ერთი წლით უფროსი იყო დაზე –  კოკოზე (გაბრიელზე).
     სომურში 1883  წელს 19 აგვისტოს, თავშესაფარში ჟანას გოგონა ეყოლა, რომელსაც გაბრიელი დაარქვეს, უბრალოდ გაბრიელ შანელი! სად იყო ამ დროს მამა? იქნებ საქმეების გამო შორს იმყოფებოდა და ვერ მოახერხა ჩამოსვლა ცოლის დასახმარებლად? ეს არავინ იცის!.. 
მეორე დღეს, როცა მერიაში ბავშვის დაბადების რეგისტრაცია წარმოებდა, მამა ისევ არ ჩანდა და მის მაგივრად ყველაფერი სამმა ხანში შესულმა თავშესაფრის მსახურმა ქალმა გააკეთა... მათვე გადაიხადეს ხაზინაში შესატანი რამოდენიმე გროში.
    21 აგვისტოს გაბრიელი თავშესაფრის კაპელაში მონათლეს. ნათლობას არცერთი ნათესავი არ ესწრებოდა და რა თქმა უნდა არც ალბერტი! 
      1884 წლის 17 ნოემბერს როგორც იქნა შედგა ალბერ შანელისა და ჟანა დევოლის ქორწილის ცერემონია. მათ ოფიციალურად აღიარეს ჯულია და გაბრიელი.ამის შემდეგ შანელებს კიდევ ეყოლათ ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი...








View საფრანგეთი – შვეიცარია in a larger map

Thursday, April 26, 2012

გამოგონილი ბიოგრაფია...

"მამაჩემი ალბერტ შანელი ზვრების მფლობელი, ღვინით მოვაჭრე და გემოვნებიანი ადამიანი გახლდათ. დედა ჟანა დევოლი – ქმრის ერთგული ნებისმიერ საქმეში, ლამაზი და ჭკვიანი... მოსიყვარულე და–ძმა, ორი აღმზრდელი დეიდა. მამის მიერ შერქმეული მეტსახელი – კოკო. ბედნიერი ბავშვობა და ცხოვრების რთული გზა, რომელმაც წარმატების მწვერვალზე ამიყვანა"
ლამაზად დახატული ბიოგრაფიაა, მაგრამ სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ კოკო შანელი თავდაუზოგავად შრომობდა წარმატების მისაღწევად და მწვერვალზე ასასვლელად....

კოკოს იმდენად სძულდა საკუთარი წარსული, რომ მისი გახსენებაც არ უნდოდა... შიშობდა, თუ მის წარმომავლობაზე სიმართლეს გაიგებდნენ, მისი გავლენა დაეცემოდა – მოინდომებდნენ კი ცნობილი და მდიდარი კლიენტი ქალბატონები მასთან ურთიერთობას, თუკი გაიგებდნენ მის წარმომავლობას და ოჯახურ მდგომარეობას?!

p.s. ნამდვილ ბიოგრაფიულ ცნობებს შემდეგ პოსტში მოგიყვებით...

Wednesday, April 25, 2012

რატომ კოკო?

ახალი საფიქრალი გამიჩნდა...ინფორმაციულ წიგნიერებაში დამევალა ვებ – პროექტის გაკეთება.ყველაზე ძნელი თემის მოფიქრება აღმოჩნდა...თავში ათასი აზრი მიტრიალებდა,მაგრამ ვეძებდი განსაკუთრებულს, აქტუალურს და საინტერესოს (მემგონი მივაგენი)...
მიუხედავად იმისა, რომ კოკო შანელი დაახლოებით 129 წლის წინ დაიბადა, დღესაც იბეჭდება მასზე სტატიები ჟურნალებში სათაურით "ლეგენდა ...და ქალი", სულ ცოტა ხნის წინ ვნახე ფილმი, რომელიც მთლიანად კოკოს ცხოვრებაზე და შემოქმედებაზეა გადაღებული და კიდევ, ის არის ერთ–ერთი, 100 ადამიანიდან, ვინც შეცვალა მსოფლიო...
(დამეთანხმებით ყველა ცნობილი ადამიანი ვერ იმსახურებს იმდენს, რომ მასზე მთელი წიგნი დაწერონ, გადაიღონ ფილმი და უკვდავყონ საუკუნის მერეც)



დიდი ხანია, კოკო შანელი აღარ არის მხოლოდ სახელი და გვარი. ის – ელეგანტურობის, უკვდავი კლასიკისა და ქალურობის სიმბოლოა; სავაჭრო ნიშანი, ყოველდღიურად მილიონობით დოლარის მოგება რომ მოაქვს. კოკო შანელი – მრავალი ხელოვნებათმცოდნის, კოლექციონერის თუ ჩვეულებრივი ქალისთვის სათაყვანებელი კულტია... მათ ხომ შესანიშნავად იციან, "შანელის სტილი" არასდროს გადავა მოდიდან, რადგან ის თავად აღემატება მოდას...