Thursday, June 7, 2012

ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

წარმატებული პირადი კარიერით თუ წარუმატებელი პირად ცხოვრებით გაბრიელ (კოკო) შანელი იყო ქალი რომელიც ნამდვილ ლეგენდად იქცა... ცოტას არ ნიშნავს როდესაც ადამიანზე წერენ ბიოგრაფიულ წიგნს, იღებენ ფილმს, მისი გარდაცვალებიდან ამდენი ხნის შემდეგაც წერენ ჟურნალებში და ავრცელებენ ჭორებს. დღემდე მოდურია მისი შექმნილის ტარება... ფრანგული მოდის ლეგენდა, მსოფლიო ლეგენდად იქცა...
ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო – მე–12 წიგნი კოკო შანელის ცხოვრებას ეძღვნება. ანრი გიდელი ყვება კოკო ფრანგი დიზაინერის ცხორების შესახებ.



"ყველაფერი ჩვენს ხელთაა, ამიტომაც არ ღირს დანებება!
სიღარიბე სულაც არ არის ფუფუნების საპირისპირო ცნება.
დანმდვილი ელეგანტურობა მოძრაობის თავისუფლებას გულისხმობს. ელეგანტურობას არ ქმნის ახალი კაბა. ელეგანტურია – იმიტომ რომ ელეგანტურია და ახალი კაბა არაფერ  შუაშია. შესაძლებელია იყო ელეგანტური მაშინაც კი, როცა უბრალო ქვედაბოლო და სწორად შერჩეული ბლუზა გაცვია. უბედურება იქნებოდა, ელეგანტურობის გამო მხოლოდ შანელთან იცვამდე. ეს ხომ გზღუდავს... ჩინებულად რომ გამოიყურებოდე, სულაც არ არის აუცილებელი, იყო ახალგაზრდა და ლამაზი. ჩემი ჩაცმის მანერით გარშემომყოფთა დაცინვას ვიმსახურებდი, მაგრამ სწორედ ეს იყო ჩემი წარმატების საიდუმლო. მე არ ვგავდი სხვებს."
                                         
                                                        კოკო შანელი





შანელის ლოგო

შანელს დვილად დასამახსოვრებელი და თვალში მოსახვედრი სიმბოლო აქვს... ის სადაა და თან ძალიან დახვეწილი, არავის უჭირს მისი გამორჩევა სხვა უამრავ სიმბოლოს შორის. საინტერესოა საიდან წამოვიდა სიმბოლოს იდეა ან რას ნიშნავს... შანელის ცნობილი ლოგოტიპი პირველად ფართო საზოგადოებამ იხილა 1925 წელს შანელის სუნამოს პრეზენტაციაზე. ლოგოტიპის შექმნის ორი ვერსია არსებობს: ერთნი ამტკიცებენ, რომ ორი გადაჯვარედინებული რკალი არის წარმატების და იღბალის სიმბოლო, ხოლო მეორენი ამბობენ, რომ ეს არის ფრანგული მოდის სახლის დამაარსებლის, კოკო შანელის ინიციალები.






დღეს ამ სიმბოლოს ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. საქართველოში უმრავლესობა პატენტია, მაგრამ მაინც ყველა ამაყად ატარებს შანელის ლოგოს გამოსახულებიან ნივთს ან ტანსაცმელს.

წყარო

Wednesday, June 6, 2012

როგორ ხედავენ მას სხვები

ის უფრო გამიკვირდებოდა ასეთ დიდ ადამიანზე მხატვრული ფილმი რომ არ ყოფილიყო გადაღებული... საინტერესოა როგორ ხედავენ მას სხვები, როგორ დაინახა რეჟისორმა ან მთლიანად გადამღებმა ჯგუფმა.


ჟანრი : ბიოგრაფია, დრამა, ისტორიული
რეჟისორი : ან ფონტენი
როლებშიოდრი ტოტუ, ბენუა პულვორდე, ალესსანდრო ნივოლა,მარი ჟილლენი, ემმანიუელ დევო, რეჟის რუაი ეან დიუფფა


ფილმის მიმოხილვა 

"კოკო დე შანელი" ეკრანიზირებული ბიოგრაფიაა, რომელიც მოგვითხრობს ლეგენდარულ პიროვნებაზე დიზაინერზე კოკო შანელზე. სიუჟეტი ფოკუსირებულია დროზე, როდესაც ის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი დიზაინერი, რომელმაც ქალს მამაკაცის კოსტუმი ჩააცვა და პატარა შავი კაბა, და ერქვა გაბრიელ შანელი.

                                                                                                













ფილმი ონლაინში იხილეთ აქ


"ფრთიანი ფრაზები"



კოკო შანელისგან მხოლოდ ტანსაცმელი, ქუდები ან აქსესუაები არ დაგვრჩენია...
ცნობილია მისი "ფრთიანი ფრაზებიც" რომლებიც ასევე აქტუალურია და ბევრი ადამიანი ითვალისწინებს :)







  • თუ უფრთოდ დაიბადე, ხელს ნუ შეუშლი მათ გაზრდას
  • ძვირფასი სამოსი აბერებს
  • ხელებს ნუ ჩამოუშვებთ, ყველაფერი ხომ ჩვენ ხელთაა                      
  • სად გამოვიყენოთ კოსმეტიკა? – სად გსურთ რომ გეამბორონ?
  • მე მომწონს როდესაც მოდა ქუჩაში გადის და არა – შემოდის ქუჩიდან
  • მოდა არქიტექტურას გავს... პროპორციების საქმეა რა...
  • მოერიდეთ ზედმეტ ორიგინალურობას, ქალბატონთა მოდაში ამას მასკარადამდე მივყავართ
  • თქვენი სახე 20 წლის ასაკში ბუნებამ მოგანიჭათ, თუ როგორს გახდით მას 50 წლისას, თქვენზეა დამოკიდებული
  • 50 წლის მერე სათვალავში უკვე დღეებია  
  • სიბერე არ გიცავს სიყვარულისგან, სიყვარული კი გიცავს სიბერისგან
  • დიდება ეს არის მარტოობა      
  • დრო არსებობს საქმისთვის და სიყვარულისთვის, სხვა არანაირი დრო არ შეიძლება იყოს
  • მოდა გადადის, სტილი რჩება
  • ყოველი ქალბატონი კონკრეტულ ასაკში ისე გამოიყურება როგორც იმსახურებს   


  

                                                           

7 საიდუმლო





სრულიად შემთხვევით ვიპოვე კოკო შანელის 7 საიდუმლო და ვფიქრობ საინტერესო რჩევები იქნება ყველასთვის (არა მხოლოდ ქალბატონებისთვის)... 
თანაც არავისთვისაა დამალული როგორი ცხოვრება ჰქონდა კოკო შანელს და რას ქმნიდა... 
თუმცა ბევრისთვის არაა ცნობილი რა პრინციპებით ცხოვრობდა ან როგორ უმკლავდებოდა წინააღმდეგობებს... ალბათ ნაწილობრივ მაინც დაგვეხმარება ამ კითხვებზე პასუხების გაცემაში მისი 7 საიდუმლო...


  1. ყოველ დილით ის იწყებდა ცხოვრებას თავიდან
  2. ნებისმიერ შემხვედრ წინაღობას განიხილავდა, როგორც ახალი მიმართულების მაჩვენებელს
  3. შანელი თავს არიდებდა შემთხვევით ადამიანებს
  4. სიყვარული მისი მასწავლებელი გახდა
  5. კოკო შანელმა საკუთარი ცხოვრების წესად და ნიჭის მამოძრავებელ ძალად პარადოქსები გაიხადა
  6. დამოუკიდებლობა იყო მისი ღმერთი და ცხოვრების აქსიომა
  7. შანელისთვის ქალის გარეგნული სილამაზე წარმატებისთვის ბრძოლაში დიდ უპირატესობად მიიჩნეოდა...


    სამწუხაროდ ფრანგული არ მესმის... ვინც იცის დაგვეხმარეთ და გვითარგმნეთ :))

    წყარო

ლეგენდარული N5

ეს არომატი რომელიც 1921 წელს შეიქმნა და ყველაზე პოპულარულია დღესდღეობითაც.დადგენილია რომ ყოველ 55 წამში მსოფლიოში Chanel №5-ის ერთი ფლაკონი იყიდება.ეს არის პარფიუმი, რომელიც გახდა ლეგენდა, ყველაზე ცნობილი სუნამო...არომატის ისტორია მაშინ იწყება, როდესაც გაბრიელ (კოკო) შანელს მისი ფავორიტი - დიმიტრი რომანოვი (ალექსანდრ II-ის შვილიშვილი) მას ყოფილ პარფუიმერს - ერნესტ ბოს გააცნობს.


“არქტიკული წრის იქეთ,შუაღამის ''ნათების'' დროს, როდესაც ტბები და მდინარეები აფრქვევენ განსაკუთრებულ სიგრილეს . ამ მომენტისთვის დამახასიათებელი სურნელი მე ჩემს მეხსიერებაში შევინახე,შემდეგ კი , დიდი შრომის შედეგად შევძელი მისი შექმნა'' მოგვიანებით იტყვის ყოფილი პარფიუმერი.             
                                                                                               
ერნესტ ბოს გაცნობამდე კოკოს არც უფიქრია სუნამოს შექმნა. მაშინ არომატები უმეტესად ყვავილებით მზადდებოდა.ასე რომ, ყველა სურნელი იყო საკმაოდ ჩვეულებრივი,უხარისხო და ძირითადად ამა თუ იმ ყვავილის სუნის იდნტური. გაბრიელს ეს არ მოსწონდა. მისთვის ერთადერთი და ყველაზე დახვეწილი ახლად დაბანილი სხეულის სუნი იყო, სხვა დანარჩენს ის უგემოვნობად და ბურჟუაზიული სტილის გამოვლინებად თვლიდა. ერნესტმა კი შეძლო შეეთავზებინა მისთვის ის, რაც მას აზრს შეუცვლიდა.ეს ''რაღაც'' კი ალდეჰიდები იყო.
პარფიუმემრმა კოკო შანელისთვის განსაკუთრებული სურნელი შეიმუშავა... როგორც ამბობენ, კოკოს წინ რამდენიმე სინჯი ედო და კოკომ N5 – საყვარელი ციფრი აირჩია. ვარდის, ჟასმინის და შროშანის ნაცნობი და ძვირფასი არომატი ნამდვილი გამოწვევა იყო...


Chanel №5 -ის არც ფლაკონი იყო ჩვეულებრივი.მაშინ პარფიუმერები ძალიან აფორმებდნენ სუნამოებს ფაიფურით, ძვირფასი მეტალით თუ სხვა ლამაზი ნივთებით. შანელმა აქაც თავისი ასტეკიზმი გამოიჩინა. მან წარმოადგინა უბრალო , პარალელიპიპედის ფორმის ფლაკონი, იმის მსგავსი, როგორსაც იყენებდნენ მამაკაცები. მაშინ ეს გამოიყურებოდა, ცოტა არ იყოს ექსცენტრიულად.


მას შემდეგ 90 წელი გავიდა. ყველაფერი შეიცვალა.დრო არასოდეს ჩერდება .იცვლება მოდაც. მას აყოილი პარფიმერები კი ათასობით ახალ-ახალ არომატს იგონებენ.სუნამოები ჩნდებიან და ქრებიან. სუნამო «Chanel №5» არ ემორჩილება ცხოვრების ამ მწარე კანონებს.ის მყარად დგას კონკურენციის და ცვლილებების გარეშე. არომატის შექმნის ფორმულა დღესაც არ იცვლება, მიუხედავად ამისა «Chanel №5» არ კარგავს აქტუალობას და ყოველდღე მას მილიონობით ქალი დულობს !         
                                                                                                                                                       






წყარო


რა დაუტოვა კოკომ მოდას?

კოკო ყოველთვის ექსტრავაგანტულად და იმ დროისათვის თამამად გამოიყურებოდა. არ ადარდებდა ვინ რას ფიქრობდა მასზე... იცმევდა ყოველთვის მოსახერხებლად და კომფორტულად. კოკო შანელმა თავის სახსოვრად დატოვა ახალი ქალი. ყველას აღაფრთოვანებდა ახლებური სადა ჩაცმულობა. კოკო ქუჩებში გამოჩნდა გულამოღებული, სადა, თავისუფალი კაბით, ორიგინალური ქუდითა და მრგვალცხვირიანი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით. ეს ნამდვილი რევოლუცია იყო,რადგან მაშინ ქალები მაღალქუსლიანი, ძნელადშესაკრავიანთასმიანი ბათინკებით, გრძელი, კორსეტიანი კაბებით და უზარმაზარი ვარდ – ყვავილებიანი შლაპებით დადიოდნენ.1914 წელს გამოჩნდა შანელის ახალი მოდელი – მეზღვაურულის თარგზე აჭრილი, თავისუფალი სამოსი. ეს ფურორი იყო, რადგან კორსეტში გაჭედილი ქალების მოდა სულს ღაფავდა. ქალები ხელიდან სტაცებდნენ კოკოს კაბებს, რომელშიც თავისუფლად სიარული და ადვილად ჩაცმა – გახდა შეეძლოთ. კოკომ შემოიტანა მოდაში პლაჟის კოსტიუმი და მოკლედ შეჭრილი თმა. მისი მოვლა ხომ ძალიან ადვილი იყო.. აღსანიშნავია ისიც, რომ კოკო ძალიან იაფფასიან ქსოვილებს იყენებდა... მისთვის ყველა სიტუაციიდან გამოსავალი თავდაუზოგავი მუშაობა და საქმეზე ყურადღების გადატანა იყო... ასე შეიქმნა მიმზიდველი, მოკლე შავი კაბა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო...
ცვილებები მამაკაცის ტანსაცმელშიც შეიტანა. შექმნა მამაკაცის თამამი, ზოლიანი ქურთუკები, ბლუზები, ჟაკეტები და ნაქსოვი სვიტრები.
კოკო პირველი იყო, ვინც ძვირფასი და ხელოვნური ქვები ერთმანეთს შეურია. მან შეაცვლევინა ქალებს ძვირფასი მარგალიტი ხელოვნურით, მძივი კი დააგრძელა... აშკარაა, რომ კოკო უპირატესობას ბიჟუტერიას ანიჭებდა და არა ძვირფას სამკაულებს. ყველაფერში სისადავე მოსწონდა.

ჩამონათვალის სახით კოკო შანელისგან დაგვრჩა:
  • ჯაჭვის სახელურიანი ხელჩანდა (რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია)
  • ბიჟუტერია აქცია მოდურად
  • ქალბატონებისთის შარვალი (გვიმარტივებს ცხოვრებას და ალბათ კაცებზე ხშირად გვაცვია)
  • მოკლე ვარცხნილობა
  • შავი ფერი – პატარა შავი კაბა 
  • პატარა და ელეგანტური ქუდები
  • გარუჯული კანით სიარული (ოოო რა მოდაშია)
  • დიდი სათვალე (აი თურმე რისი ბრალია სათვალეები მთელ სახეს რომ უფარავთ)